Friday, February 3, 2023

“ვაგრძელებთ ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის მხარდაჭერას, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები, როდესაც პირობები შესრულდება”- ბოგდან აურესკუ

მთავარი

(ACCnews)”ჩვენ ვაგრძელებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის მხარდაჭერას, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები, როდესაც პირობები შესრულდება,”- ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ ბუქარესტში, სადაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი სამიტი მიმდინარეობს, ჟურნალისტებს განუცხადა.

მეტი:   "უკრაინაში ომი მოსკოვის გეგმის მიხედვით არ მიდის" - იენს სტოლტენბერგი

„ჩვენ საქართველოსა და ქართველების მიმართ გვაქვს ძალიან ძლიერი და თბილი გრძნობა, რადგან ჩვენ ძალიან ახლოს ვდგავართ ერთმანეთთან აზროვნებით, მიზნებით. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ჩვენ ვაგრძელებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის მხარდაჭერას, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები, როდესაც პირობები შესრულდება.

მეტი:   "პოლონეთის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯები აჩვენებს, რომ ის ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა" - სალომე ზურაბიშვილი

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ მიზანს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლახან, საქართველოს პრეზიდენტის ბუქარესტში ვიზიტის დროს გავზარდეთ ურთიერთობის დონე და სტრატეგიული პარტნიორობის დონე საქართველოსა და რუმინეთს შორის“, – აღნიშნა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მეტი:   ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img