Friday, February 3, 2023

“ბუქარესტში კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაფიქსირდა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გაწევრიანდებიან ნატო-ში” – ვიქტორ დოლიძე

მთავარი

(ACCnews) “ვფიქრობ, სიმბოლურია, რომ ბუქარესტში კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაფიქსირდა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გაწევრიანდებიან ნატო-ში. ეს არის შეუქცევადი პროცესი”, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს საფუძველს, რაც შეიძლება დროულად გვქონდეს ჯეროვანი ამბიცია ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე.

მეტი:   "საშინელებაა, განსაკუთრებით შობის წინა დღეს" - აშშ-ს ელჩი უკრაინაში ხერსონის დაბომბვაზე

„გარდა ამისა, დეკლარაციაში მნიშვნელოვან წილად ადგილი დათმობილია ჩვენი თავდაცვის უნარიანობის ამაღლებაზე, გაძლიერებაზე და ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებაზე  და იმაზე, რომ ქვეყანას, რომელიც მუდმივად არის რისკის, საფრთხის ქვეშ რუსეთიდან, სჭირდება მეტი დახმარება, თანადგომა, რომ მშვიდობა, სტაბილურობა შევინარჩუნოთ და ამავე დროს,  მოვახერხოთ განვითარება. გარდა ამისა, ჩვენ მივესალმებით ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, ეს არის ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, რომელის დარწმუნებული ვარ, ჩვენზეც აისახება.

მეტი:   "მიუღებელია რუსეთთან ვაჭრობა, როდესაც უკრაინას ბომბავენ" - უკრაინის საგარეო უწყება

იცით, რომ ამ გადაწყვეტილებას ზურგს უმაგრებს ნატო-ს წლევანდელი მადრიდის სამიტის სტრატეგიული ახალი კონცეფცია, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ბუქარესტის 2008 წლის გადაწყვეტილებები აუცილებლად იქნება იმპლემენტირებული და განხორციელებული. ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს საფუძველს, რომ მომავალი წლების განმავლობაში, რაც შეიძლება დროულად გვქონდეს ჯეროვანი ამბიცია ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მეტი:   რუსეთმა უარი თქვა თავისი სამხედრო დოქტრინის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ელემენტზე - ბრიტანული დაზვერვა
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img