შაბათი, დეკემბერი 3, 2022

ბრიტანული დაზვერვა: “უკრაინის შესაძლებლობა დაემუქროს ნოვოროსიისკს, კიდევ უფრო შეარყევს რუსეთის გავლენას შავ ზღვაში”

მთავარი

(ACCnews) უკრაინის შესაძლებლობა დაემუქროს ნოვოროსიისკს, კიდევ უფრო შეარყევს რუსეთის გავლენას შავ ზღვაში – ასეთ შეფასებას აძლევს ბრიტანული დაზვერვა რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, ნოვოროსიისკის პორტში უკრაინის საზღვაო თვითმფრინავის თავდასხმის შესახებ. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი. წერს “ევროპული სიმართლე”.

მეტი:   "მნიშვნელოვანია მოხდეს პოლარიზაციის გვერდზე გადადება" - კელი დეგნანი

კერძოდ, 2022 წლის 18 ნოემბერს არაერთმა რუსულმა და უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის შავი ზღვის სანაპიროზე ნოვოროსიისკის პორტში მდებარე ნავთობტერმინალზე თავდასხმა მოხდა, რომლიდანაც არც თუ ისე შორს არის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი ბაზა.

მეტი:   პენტაგონი: "კიევის შემოგარენიდან რუსული ჯარის გადაადგილება პოზიციის ცვლილებაა და არა რეალურად ჯარის გაყვანა"

ბრიტანული დაზვერვა იხსენებს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა თავისი წყალქვეშა ოპერაციები ნოვოროსიისკში მას შემდეგ გადაიტანა, რაც უკრაინამ მის ბაზას სევასტოპოლში ოკუპირებულ ყირიმში დაარტყა.

როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინციდენტის სრული დეტალები ჯერ არ არის ცნობილი, უკრაინის ნებისმიერი უნარი დაემუქროს ნოვოროსიისკს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი სტრატეგიული გამოწვევა გახდება შავი ზღვის ფლოტისთვის.

მეტი:   "რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ამ ადამიანების მკვლელობა" - დონალდ ტრამპი

”ეს ასევე კიდევ უფრო ძირს უთხრის რუსეთის ისედაც შემცირებულ გავლენას შავ ზღვაზე”, – აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვაში.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

(ACCnews) „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img