(ACCnews) დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III ლონდონში უკრაინის პრეზიდენტის მეუღლეს ოლენა ზელენსკას შეხვდა.
“მე მქონდა პატივი პირადად შევხვედროდი მის უდიდებულესობა მეფე ჩარლზ III-ს. ჩვენ ერთად ვეწვიეთ ლონდონში უკრაინის კათოლიკურ ტაძარს, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ლონდონის უკრაინული ცენტრი”, – წერს ზელენსკა სოციალურ ქსელში და ფოტო-ვიდეო მასალას აქვეყნებს.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მისი უდიდებულესობა პოულობს დროს და კეთილ სიტყვებს უკრაინიდან დევნილთა მხარდასაჭერად: ის ახლახან ეწვია მათ შოტლანდიაში, უფრო ადრეც რუმინეთში“, – განაცხადა ოლენა ზელენსკამ.
„რადგან რუსეთი გადავიდა ენერგეტიკული ტერორის ტაქტიკაზე, ჩვენ გვესმის, რომ ეს ზამთარი ყველაზე რთული იქნება. ამიტომ, მადლობელი ვარ, რომ უკრაინელების ნაწილი მაინც, განსაკუთრებით მოხუცები, ბავშვები, ცივ სეზონს დაბნელების რისკის გარეშე აქ დაელოდებიან.
უკრაინა იღებს მუდმივ მხარდაჭერას დიდი ბრიტანეთისგან პრაქტიკულად ყველა ჰუმანიტარულ სფეროში. სამედიცინო აღჭურვილობა, სახანძრო მანქანები და სასწრაფო დახმარების მანქანები, ინფრასტრუქტურის აღდგენა, კერძოდ, რკინიგზა და ენერგეტიკა, – ყველგან არის მათი დახმარება“, – წერს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლე.
დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს უკრაინის პირველი ლედი ასევე შეხვდა ჩარლზ III-ის მეუღლეს, დედოფალ კონსორტ კამილას, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს რიში სუნაკს და მის მეუღლეს აშკატა მურტის.