შაბათი, დეკემბერი 3, 2022

ჯოზეფ ბორელი: “კრემლი კვლავ იმავე სქემით მოქმედებს, რომლითაც 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს ყირიმში მოქმედებდა”

მთავარი

(ACCnews) “კრემლი კვლავ იმავე სქემით მოქმედებს, რომლითაც 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს ყირიმში მოქმედებდა,” – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე „რეფერენდუმის“ ჩატარებას.

მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე ყალბი რეფერენდუმები საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის აშკარა დარღვევაა.

მეტი:   საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეშვიდე სხდომა ბრიუსელში

„უკანონო რეფერენდუმებთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ კრემლი კვლავ იმავე სქემით მოქმედებს, რომლითაც 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს ყირიმში მოქმედებდა. უკრაინის ტერიტორიაზე ყალბი რეფერენდუმები საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის აშკარა დარღვევაა. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს და მასში როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები მოხვდებიან. საუბარია 1300-ზე მეტ პირზე, აღნიშნული სია ძირითადად მიმართულია, გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებზე, ოლიგარქების, სამხედრო მაღალჩინოსნების და პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ძირის გამოთხრაში“, – განაცხადა ბორელმა.

მეტი:   "მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს"- ჯო ბაიდენი
მეტი:   "საქართველო და აშშ ერთად გმობენ რუსეთის საქციელს" - კელი დეგნანი

ცნობისათვის, უკრაინის ოთხი ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა „რეფერენდუმების“ შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რუსეთთან შეერთებას „კენჭისყრაში“ მონაწილეების დიდი ნაწილი უჭერს მხარს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

(ACCnews) „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img