კვირა, ოქტომბერი 2, 2022

“ახლა არ არის დრო, უკრაინის ომის დროს, რუსეთის მოქალაქეებმა ევროკავშირში დასასვენებლად იმოგზაურონ” – ჯოზეფ ბორელი

მთავარი

(ACCnews) “ახლა არ არის დრო, რომ უკრაინის ომის პარალელურად, რუსეთის მოქალაქეებმა ევროკავშირში საყიდლებზე, ან დასასვენებლად იმოგზაურონ”– ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს.

ბორელის თქმით, ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა უკვე აეკრძალა ყველას, ვინც პუტინის რეჟიმს მხარს უჭერს.

თუმცა დასძენს, რომ არ სურთ პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე ადამიანებთან ურთიერთობის გაწყვეტა, ამიტომ შეხვედრაზე კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ.

მეტი:   "პუტინს ყოფნის თავხედობა იფიქროს, რომ რადგან ის ძლიერია, სიმართლე მის მხარესაა"– ბაიდენი

“ევროკავშირის ტერიტორიაზე შემოსვლა უკვე ავუკრძალეთ ყველას, ვინც პუტინის რეჟიმს მხარს უჭერს. დღევანდელ შეხვედრაზე მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე შეთანხმებას შეაჩერებს. ახლა არ არის დრო, რომ უკრაინის ომის პარალელურად, ამ ადამიანებმა ევროკავშირში საყიდლებზე, ან დასასვენებლად იმოგზაურონ, თუმცა გარკვეული ინტერესების გათვალისწინებთ, არიან ადამიანები, რომლებიც შემოსვლას შეძლებენ. ჩვენ არ გვსურს პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე ადამიანებთან კავშირი გავწყვიტოთ. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვიზის გაცემის დროს,  უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარიგებული რუსული პასპორტები არ მივიღოთ, რადგან მას არ ვაღიარებთ.

მეტი:   "ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ნატო უკრაინის დასახმარებლად ფაქტობრივად არაფერს აკეთებს" - დმიტრო კულება

რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ვითარება იცვლება, აქედან გამომდინარე, ამ ქვეყნებს აქვთ უფლება ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობაში იმოქმედონ, თუმცა ვიზის გაცემა შენგენის წესებთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. ამ საერთო გადაწყვეტილების საბოლოოდ დასამტკიცებლად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. სამწუხაროდ, დღეს არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსეთს აგრესიის შეჩერება სურს” განაცხადა ბორელმა.

მეტი:   ჯო ბაიდენმა ამერიკული კომპანიები რუსეთის მხრიდან კიბერშეტევების საფრთხის შესახებ გააფრთხილა

შეგახსენებთ, რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას აჩერებს. გადაწყვეტილება გაერთიანების ლიდერებმა პრაღაში მიმდინარე არაფორმალურ სამიტზე მიიღეს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

აშშ და დასავლეთი ცდილობენ პუტინზე ზეწოლაში ინდოეთი და ჩინეთი ჩართონ – Politico

(ACCnews) აშშ და მისი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ გააერთიანებენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა გაუგზავნონ უტყუარი გზავნილი ვლადიმერ პუტინს: ბირთვული იარაღის გამოყენება...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img