შაბათი, დეკემბერი 3, 2022

ჯო ბაიდენის განცხადებით, რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთიდან გასროლილი ყოფილიყო

მთავარი

(ACCnews) აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ორი ადამიანი იმსხვერპლა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთიდან გასროლილი ყოფილიყო.

„არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ამას. არ მინდა ამის თქმა მანამ, სანამ ბოლომდე არ გამოვიძიებთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, მისი ტრაექტორიის გამო, რომ რუსეთიდან იყოს გასროლილი, მაგრამ ვნახავთ, ვნახავთ“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მეტი:   სწავლება საქართველოში, რომელშიც აშშ-ის საზღვაო სპეცდანიშნულების ძალები მონაწილეობდნენ

შეგახსენებთ, 15 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ ორი რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვრცელდება ვარაუდი, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტები ჩამოვარდა, თუმცა ვრცელდება მეორე ვერსიაც, რომ ჩამოვარდნილია უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის თავდაცვის S-300-ის რაკეტები.

მეტი:   კელი დეგნანი: "აშშ მუდამ ეძებს გზებს, რათა გაიზარდოს საქართველოს შესაძლებლობები და ნატო-სთან თავსებადობა"
მეტი:   რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს

ინფორმაციას უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების მოხვედრის შესახებ ცნობები “მიზანმიმართული პროვოკაციაა” ვითარების ესკალაციის მიზნით.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

(ACCnews) „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img