Friday, February 3, 2023

“რუსეთის ფედერაციას არ შეიძლება მიეცეს G20-ის ტრიბუნად გამოყენების უფლება” – ანნალენა ბერბოკი

მთავარი

(ACCnews) რუსეთის ფედერაციას არ შეიძლება მიეცეს G20-ის ტრიბუნად გამოყენების უფლება, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ანნალენა ბურბოკმა.

„ჩვენ არ დავდგებით გვერდით და არ დავუშვებთ რუსეთს, რომ ეს შეხვედრა ფორუმად გამოიყენოს“, – ციტირებს ბურბოკის განცხადებას დოიჩე ველე.

მისი თქმით, ყველას ინტერესშია საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და დაცვა. ბერბოკმა ასევე მოითხოვა ერთობლივი რეაგირება რუსეთის აგრესიულ ომზე უკრაინის წინააღმდეგ.

მეტი:   "გერმანია ძალიან სერიოზულად ეკიდება ვლადიმირ პუტინის ბირთვულ მუქარას" - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ცნობისათვის, G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი კონფერენციის დროს, რომელიც  ბალიში (ინდონეზია) დღეს დაიწყება, ბერბოკი პირადად არ შეხვდება თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს. პარალელურად, ბურბოკი, სავარაუდოდ, მიიღებს მონაწილეობას G20-ის სხვა შეხვედრებში, სადაც ასევე მოსალოდნელია რუსი მინისტრის ყოფნა.

მეტი:   ევროპარლამენტარები კომისიას მოუწოდებენ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად სააკაშვილის გათავისუფლება მიიღოს

ლავროვთან შეხვედრაზე უარი თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

როგორც რუსული მედია იუწყება, თავად ლავროვი აპირებს “შეხვედრას” სხვა საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივი მოლაპარაკებებისთვის. მოსალოდნელია, რომ ეს იქნება მოლაპარაკებები ჩინეთის, სამხრეთ აფრიკის, ბრაზილიისა და მექსიკის მინისტრებთან.

G20-ის ლიდერების სამიტი ბალიში ნოემბრის ბოლოს გაიმართება. G7-ის რამდენიმე ქვეყანა დაემუქრა, რომ არ წავა ღონისძიებაზე, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირადად დაესწრებოდა. არ არის გამორიცხული, მან მონაწილეობა მიიღოს ვიდეო ბმულით.

მეტი:   რუსეთმა ყაზახეთიდან ევროპაში ნავთობის ტრანზიტი შეაჩერა

29 ივნისს, კიევში ვიზიტის დროს, ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ პირადად გადასცა უკრაინის ლიდერს ვლადიმირ ზელენსკის G20-ის სამიტზე დასასწრებად მიწვევა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img