Friday, February 3, 2023

“მთავრობამ სათანადოდ უნდა შეაფასოს რუსეთის მიერ ბიჭვინთის ანექსიის მცდელობა და საერთაშორისო საზოგადოებას მისი დაგმობისკენ მოუწოდოს” – თეონა აქუბარდია

მთავარი

(ACCnews) “რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას, რისი მორიგი დემონსტრირებაც იყო 1-ელ დეკემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის ვიზიტი,” – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზიტი ემსახურება, მათ შორის ზეწოლის გაძლიერებას აფხაზურ საზოგადოებაზე ბიჭვინთის ანექსიის მიზნით.

მეტი:   სეპარატისტული დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დღეიდან მასობრივი ევაკუაცია გამოცხადდა

თეონა აქუბარდიას განცხადებით, საქართველოს მთავრობამ სათანადოდ უნდა შეაფასოს რუსეთის მიერ ბიჭვინთის ანექსიის მცდელობა და მოუწოდოს საერთაშორისო საზოგადოებას მისი დაგმობისკენ.

“ეს ვიზიტი ემსახურება, მათ შორის ზეწოლის გაძლიერებას აფხაზურ საზოგადოებაზე ბიჭვინთის ანექსიის მიზნით. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 19 იანვარს, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის გაფორმდა ე.წ. ხელშეკრულება, რითაც ბიჭვინთის აგარაკები და 186 ჰექტარი მიწა ნახევარი საუკუნით მფლობელობაში გადაეცემა რუსეთს. მისი რატიფიცირების მიზნით დე ფაქტო პარლამენტის მხრიდან სოციალურ ქსელებში ვრცელდება შესაბამისი პროექტიც. ამ ვითარებაში აუცილებელია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მყისიერი რეაგირება, რამდენადაც, რუსეთის დუმის თავმჯდომარემ ამ ვიზიტით დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და კანონი “ოკუპაციის შესახებ”. იმავდროულად საქართველოს მთავრობამ სათანადოდ უნდა შეაფასოს რუსეთის მიერ ბიჭვინთის ანექსიის მცდელობა და მოუწოდოს საერთაშორისო საზოგადოებას მისი დაგმობისკენ, რაც დეპუტატების და საზოგადოების წარმომადგენლების ნაწილის არაერთი მოწოდების მიუხედავად, ჯერ არ მომხდარა,” – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მეტი:   კილიმანჯაროს მყინვარები 2050 წლისთვის შესაძლოა მთლიანად გაქრეს - მეცნიერები
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img