შაბათი, დეკემბერი 3, 2022

“რუსეთის სპეცოპერაცია გაჭიანურდა, უკრაინაში ფაქტობრივად ომია” – ალექსანდრ ლუკაშენკო

მთავარი

“რუსეთის სპეცოპერაცია გაჭიანურდა, უკრაინაში ფაქტობრივად ომია,” – აღნიშნული განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ  “ასოშიეთედ პრესთან” ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას გააკეთა.

როგორც ლუკაშენკომ განაცხადა, მისთვის ომი კატეგორიულად მიუღებელია და ომის შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებს. ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის დიპლომატიური მოლაპარაკებები დაიწყო.

მეტი:   აშშ-ის საელჩო: "შევახსენებთ ლგბტქი+ საზოგადოებას, ისინი უყვართ და მათ აფასებენ"

“ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ომი. ყველაფერს ვაკეთებდით და ახლაც ვაკეთებთ, რომ ომი არ იყოს. ჩემი წყალობით უკრაინასა და რუსეთს შორის დაიწყო მოლაპარაკებები. ვიცი რუსეთის პოზიცია. ვიცი, რას სთავაზობს რუსეთი უკრაინას. ამასთან, უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც ფაქტობრივად ომი მიმდინარეობს, საომარი მოქმედებები, არ არის დაინტერესებული მოლაპარაკებებით? ეს კიდევ ერთი კითხვაა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მეტი:   "საფრანგეთის მიერ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება და უახლოეს დღეებსა და კვირებში გაიზრდება" - ემანუელ მაკრონი

რაც შეეხება რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხს, ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, ეს ყოვლად დაუშვებელია.

ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვებელია. მით უმეტეს, რომ ეს ჩვენს სიახლოვეს ხდება. ჩვენ აქ ვართ და არა ოკეანის გადაღმა, როგორც აშშ-ია. ასევე ეს დაუშვებელია, რადგან ბირთვული იარაღის გამოყენებამ შესაძლოა, დედამიწა ორბიტას მოწყვიტოს და უცნობი მიმართულებით გავფრინდებით. ამიტომ ეს დაუშვებელია. შეუძლია თუ არა რუსეთის ამ იარაღის გამოყენება, ეს რუსეთის ხელმძღვანელობას უნდა ჰკითხოთ“, – განაცხადა

მეტი:   რატომ დათმო რუსეთმა აზოვის მეთაურები - რა ვიცით და რა არა
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

(ACCnews) „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img