შაბათი, დეკემბერი 3, 2022

“ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან” – შარლ მიშელი

მთავარი

(ACCnews) ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან.

შესაბამის განცხადებას შარლ მიშელი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” აქვეყნებს და წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის სრული მხარდაჭერის საკითხი კიდევ ერთხელ განიხილა.

მეტი:   "ნებისმიერს, ვინც თავშესაფარს ეძებს დევნისთვის, მიუხედავად ეროვნებისა, შეუძლია, აშშ-ს თავშესაფრის თხოვნით მიმართოს - თეთრი სახლი

“ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილეთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ დემოკრატიზაციის პროცესისა და კანონის უზენაესობის რეფორმები საჭიროა როგორც არასდროს“, – დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე.

მეტი:   "უკრაიაში ნატოს ჩართულობა შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისად იქცეს" - შარლ მიშელი
მეტი:   "მარიუპოლი ყველაზე საშინელი ადგილია ევროპაში, იქ ჯოჯოხეთია, რომლის შესახებაც მთელმა მსოფლიომ იცის" - ვოლოდიმირ ზელენსკი

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა და შარლ მიშელმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრა ბრიუსელში 1,5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

(ACCnews) „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img