(ACCnews) “ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ მოქალაქეთა მცირე, გულისხმიერ და ერთგულ ჯგუფს მსოფლიოს შეცვლა შეუძლია”. ამერიკელი ანთროპოლოგის, მარგარეტ მიდის ამ სიტყვებით ელჩმა კელი დეგნანმა მიმართა გურიის ახალგაზრდებს, რომლებმაც აშშ-ის მთავრობის დახმარებით თავიანთი საზოგადოების სასიკეთოდ მრავალი პროექტი განახორციელეს” – ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს საელჩომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
USAID-ის „მშვიდობისთვის, ახალგაზრდების გაძლიერების” ეს პროგრამა ერთ-ერთი გზაა, რომლითაც აშშ-ის წარმომადგენლობა საქართველოში სამოქალაქო აქტივიზმს ეხმარება”, – ნათქვამია გვერდზე.