(ACCnews) “შეერთებული შტატები მსოფლიოსა და საქართველოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით დგას. ისინი იმსახურებენ პატივისცემას, ღირსეულ მოპყრობასა და მხარდაჭერას”. – ინფორმაციას ამის შესახებ შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში გვერდი ავრცელებს.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, რაიან ჰარისმა თანასწორობის მოძრაობის ლგბტქი+ უფლებებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ადამიანის უფლებებისადმი აშშ-ის ერთგულებაზე ისაუბრა.