Wednesday, March 29, 2023

აშშ აცხადებს, რომ მას აქვს სანდო ინფორმაცია რუსების „მოსაკლავთა სიის“ შესახებ

მთავარი

ACCnewsაშშ-მ წერილობით აცნობა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალჩინოსანს, რომ მას აქვს “სანდო ინფორმაცია” იმის შესახებ, რომ რუსული ძალები ადგენენ იმ უკრაინელთა სიებს, რომლებიც უნდა “მოკლან ან გაგზავნონ ბანაკებში”, ქვეყანაში შეჭრის შემდეგ.

„შეერთებულმა შტატებმა ცოტა ხნის წინ მოიპოვა შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ იგეგმება ადამიანის უფლებების დარღვევა სამხედრო შეჭრის შემდეგ“, განაცხადა აშშ-ს წარმომადგენელმა გაეროში, ჟენევაში. აღნიშნული ინფორმაცია ელჩმა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესს კომისარს მიაწოდა.

მეტი:   "ვფიქრობ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ძალიან მაღალია" - ჯონათან ჯანოგლი

„ეს ქმედებები, რომლებსაც ადრეც ჰქონდა ადგილი რუსეთის წინა სამხედრო ოპერაციებში, მათ შორის მიზანმიმართული მკვლელობები, გატაცებები, გაუჩინარება, უსამართლო დაკავებს და წამება, სავარაუდოდ მიზანმიმართული იქნება მათ წინააღმდეგ, ვინც ეწინააღმდეგება რუსეთის ქმედებებს, მათ შორის უკრაინაში დევნილობაში მყოფ რუსი და ბელორუსი დისიდენტები, ჟურნალისტები და ანტი-კორუფციულ აქტივისტები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები და LGBTQI+ პირები“, – ნათქვამია წერილში, რომელიც პირველად The Washington Post-მა გაავრცელა და CNN-მა მოიპოვა.

მეტი:   "აშშ განიხილავს გზებს, როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება ნატო-ს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს" - ლოიდ ოსტინი

წერილში არ იყო ნათქვამი, თუ როგორ მოიპოვა აშშ-მა ეს ინფორმაცია. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა დაადასტურა, რომ მიიღო ეს შეტყობინება.

კროკერმა დასძინა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისთვის ამ ინფორმაციის გაზიარების მიზანი იყო „ადრეული გაფრთხილება, რომ რუსეთის შემდგომმა შეჭრამ უკრაინაში შეიძლება შექმნას ადამიანის უფლებების მხრივ კატასტროფა“. მისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა ეს შეშფოთება უშიშროების საბჭოსთან 17 თებერვალს გამოთქვა.

მეტი:   "მოვუწოდებთ ყველა მხარეს გააორმაგოს ძალისხმევა კონფლიქტის არიდებისთვის" - ევროპის საბჭო

ორშაბათს კრემლმა უარყო ბრალდება სიასთან დაკავშირებით და მას “აბსოლუტური ფიქცია” უწოდა.

(CNN)

 

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img