Wednesday, September 27, 2023

“თუ უკრაინელები დამარცხდებიან პუტინი საქართველოს მიუბრუნდება”- NATO-ს ყოფილი მრჩეველი​

მთავარი

(ACCnews) აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, NATO-ს სამიტის ყოფილი მრჩეველი ეველინ ფარკასი აცხადებს, რომ თუ ომში უკრაინა დამარცხდება, რუსეთი არ გაჩერდება.

როგორც მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, თუ რუსეთი ვლადიმერ პუტინი მოლდოვას და საქართველოს მიუბრუნდება და მათზე კონტროლს მასზე აიღებს.

“თუ დავმარცხდებით უკრაინაში, თუ უკრაინელები დამარცხდებიან, ვლადიმერ პუტინი, თუ სხვა რამის გასაკეთებლად საკმარისი ძალა ექნება, მიუბრუნდება საქართველოს და აიღებს კონტროლს მასზე, მიუბრუნდება მოლდოვას და დაამყარებს კონტროლს. შემდეგ ის დაუპირისპირდება ნატო-ს, ეცდება ნატო-ს დაშლას და დაუპირისპირდება ჩვენს დემოკრატიას

მეტი:   აშშ-ს ელჩი საქართველოში: "სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას მკაცრი მოთხოვნები აქვს"

რუსეთმა აირჩია ეს ომი და რუსეთმა აირჩია დაეხოცა უდანაშაულო უკრაინელები. ამიტომ ცხადია, ისინი პროვოკატორები არიან. არსებობს შეკითხვა ესკალაციაზე. დიახ. ეს სიტყვა უფრო მომწონს. ჩვენ არ გვინდა ესკალაცია, ჩვენ არ გვინდა ისეთი რამის გაკეთებას, რაც გამოიწვევს რუსეთის მხრიდან ესკალაციას.

მეტი:   უახლესი ცნობები რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრის შესახებ

ამის მიუხედავად, ჩვენ არ შეიძლება იმდენად გვეშინოდეს ესკალაციის, რომ გამოვრიცხოთ ისეთი ქმედებები, რითიც უკრაინელებს რეალურად დავეხმარებით. ასე რომ, რისკები ფრთხილად უნდა შევაფასოთ, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ზოგიერთი რისკის მისაღებად,”- აცხადებს ეველინ ფარკასი.

მეტი:   "სასწრაფოდ შემოიღეთ 30–დღიანი სავიზო რეგულაცია, პუტინის ომზე პასუხისმგებლობას მისი მოქალაქეებიც უნდა იზიარებდნენ"– ხაზარაძე

ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 27 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსრტალიამ სანქციები დაუწესა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img