ევროკავშირი რუსეთს ბლოკის 27 საგარეო მინისტრის სახელზე პასუხს უგზავნის, რომელიც უსაფრთხოების წინადადებებს უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის გადაწყვეტილებით, პასუხი ყველა წევრი ქვეყნის სახელით გაიგზავნა.
ევროკავშირში რუსეთის საელჩომ დაადასტურა, რომ წერილი უკვე მიიღეს.
შეგახსენებთ, როგორც რუსეთის მიერ დასავლეთის ქვეყნებისა და ევროპული სტრუქტურებისთვის გაგზავნილი წერილების, ასევე სხვა საპასუხო წერილების შინაარსი არ გასაჯაროებულა. თუმცა, დიპლომატები აცხადებენ, რომ ისინი შეეხება რუსეთის შეშფოთებას მის დასავლეთ საზღვრებზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და დაძაბულობის დიპლომატიური გზით მოგვარების მიზნით ევროკავშირის ძალისხმევას.