(ACCnews) საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი “ხალხის ძალის” მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც საუბარია საქართველოში ამერიკის მიერ დახარჯულ თანხებზე.
როგორც დეგნანი აცხადებს. 30 წლის განმავლობაში, იმის მიუხედავად, რომელი ძალა იყო ხელისუფლებაში, აშშ მხარს უჭერდა საქართველოს, რომ აეშენებინა დემოკრატიული ინსტიტუტები, რაც აუცილებელია ევროკავშირსა და NATO-ში გასაწევრიანებლად.
“ჩვენ ყოველთვის ცხადად, თანმიმდევრულად და გამჭვირვალედ ვაცხადებთ, რატომ ზრუნავს აშშ საქართველოზე და რას აკეთებს აშშ საქართველოში. 30 წლის განმავლობაში, იმის მიუხედავად, რომელი ძალა იყო ხელისუფლებაში. აშშ მხარს უჭერდა საქართველოს ძალისხმევას, რომ აეშენებინა დემოკრატიული ინსტიტუტები, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საქართველოს უმრავლესობას სურს, არამედ იმიტომ, რომ ეს აუცილებელია, რათა საქართველო ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანდეს, რაც ასევე სურს საქართველოს დიდ უმრავლესობას,”0- აცხადებს დეგნანი.
მისივე თქმით, “საქართველოს პარლამენტის წევრების და პოლიტიკური ლიდერების მაქსიმალური ფოკუსირება უნდა მოხდეს, რომ მიღწეულ იქნას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნისთვის.”
“საქართველომ ბევრი რამ გააკეთა და შეასრულა ასოცირების, თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო მიმოსვლის შეთანხმებაში. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენ ხელშია, მაგრამ საქართველოს ლიდერებმა ასპროცენტიანი ფოკუსირება უნდა მოახდინონ ამის მისაღწევად საქართველოს მოსახლეობისთვის, რადგან სწორედ ეს სურს საქართველოს მოსახლეობას. აშშ ფოკუსირებულია, დაეხმაროს საქართველოს, მიაღწიოს ამას,” – განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, მოძრაობამ “ხალხის ძალა” საქართველოში აშშ-ის დაფინანსებასთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, თუ რა მიზნით გამოყოფს თანხებს ამერიკა საქართველოში.