Wednesday, March 29, 2023

ჯო ბაიდენი: “მზად ვარ პუტინთან სასაუბროდ, თუ ის რეალურადაა დაინტერესებული ომის დასრულებით”

მთავარი

(ACCnews) აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ნამდვილად დაინტერესებულია ომის დასრულებით, მზადყოფნას გამოთქვამს, მას ესაუბროს.

როგორც მან ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პუტინთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ნატო-ს მოკავშირეებთან კონსულტაციით გამართავს.

მეტი:   "ნუ იქნებით კურორტი უკრაინაში ომის ხელშემწყობთათვის" - ზელენსკი იტალიის პარლამენტს მიმართავს

„ბატონ პუტინთან დაკავშირების გეგმა არ მაქვს, მაგრამ მზად ვარ ბატონ პუტინთან სასაუბროდ, თუ ის რეალურადაა დაინტერესებული ომის დასრულების გზის გამოძებნით. მას ეს ჯერ არ გაუკეთებია“, – განაცხადა ბაიდენმა.

მეტი:   აშშ-ის საელჩო: "აშშ ქართველი ხალხის გვერდით რჩება"

მისი თქმით, უკრაინის ომის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პუტინი ქვეყნის ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანს.

„ეს ომი შეიძლება დასრულდეს ერთი რაციონალური გზით – თუ პუტინი გაიყვანს ჯარებს უკრაინიდან. როგორც ჩანს, ის ამას არ აპირებს. ის ძალიან მძიმე ფასს იხდის ამისთვის“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მეტი:   ისტორიული ნაბიჯი, დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატაში ფერადკანიანი ლიდერი ჰყავთ - ნენსი პელოსის ჰაკიმ ჯეფრისი შეცვლის
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img