Wednesday, June 7, 2023

ჰარცელი: დროა საქართველო შეუდგეს მუშაობას

მთავარი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ არ სურს სპეკულაციები საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით. მისი თქმით, როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, დასკვნა იქნება იგივე, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს მუშაობა და წინსვლა ევროკავშირის წევრობის გზაზე.

მეტი:   აშშ-ის საელჩო: უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალები სენაკში ექვსთვიანი მისიის დასაწყებად გადაინაცვლებენ

„საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, ბოლო კვირების განმავლობაში განვითარებული მოვლენების ნაწილია. მოველი, რომ მომავალ დღეებში გამოქვეყნდება ევროკომისიის შეფასება. ამის შემდეგ წევრ სახელმწიფოებს შორის იქნება დისკუსია შესაძლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მათ უნდა მიიღონ. არ დავიწყებ სპეკულაციებს ევროკომისიის შეფასების შედეგებსა და ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ვიტყვი, რომ არა აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება შედეგები, დაბალი მოლოდინები იქნება თუ უფრო მეტი, ვიდრე იმედები პირობებით ან პირობების გარეშე. ერთია მთავარი, დასკვნა იგივე იქნება, რომ დროა, საქართველო შეუდგეს მუშაობას ამ საკითხთან დაკავშირებით. ახლა დროა დაჯდომის იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოხდეს სტაბილური წინსვლა იმ კუთხით, რაც საჭიროა საქართველოს ევროკავშირში წევრობისთვის. პოლიტიკოსების ძალა ამ საქმეში, რა თქმა უნდა, არის ის ფაქტი, რომ ისინი ეყრდნობიან მოსახლეობის უმრავლესობას, რომლებიც მხარს უჭერენ ამ სტრატეგიულ ამოცანას“

მეტი:   "ჩვენი მიზანია, უკრაინა შემოუერთდეს ევროკავშირს - ეს შესაძლებელი იქნება, როდესაც ჩვენ აღარ ვიქნებით ასე დამოკიდებული რუსეთზე" - ჯოზეფ ბორელი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img