“თუ დასავლეთი ბელარუსზე თავდასხმას განაგრძობს, სამუდამოდ პრეზიდენტად დავრჩები,” – ეს განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსი-რუსეთის სამხედრო წვრთნების გაცნობის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
როგორც უცხოური მედია წერს, ალექსანდრე ლუკაშენკოს პრეზიდენტობის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.
“თუ თქვენ [დასავლეთი] ისევ განაგრძობთ თავდასხმებს, როგორც ეს 2020 წლის არჩევნებზე მოხდა, მე დავრჩები პრეზიდენტად სამუდამოდ. მე ვგბობდი თუ რა პირობებში მოხდებოდა ეს. თუ კოლექტიური დასავლეთი და განსაკუთრებით ამერიკელები ბელარუსს სამიზნედან ამოიღებენ და სხვადასხვა ხერხებით გადატრიალების მცდელობები არ ექნებათ, როგორც ეს 2020 წელს იყო, ყველაფერი მოხდება კანონიერად, ფრთხილად და იმაზე ადრე ვიდრე ეს თქვენ გსურთ,” – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ბელარუსში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ ქვეყანაში მასობრივი არეულობა დაიწყო. რა დროსაც დასავლეთმა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა.