Saturday, January 28, 2023

რუს მოქალაქეს აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში შეღწევის და ჯაშუშობის ბრალი წაუყენეს

მთავარი
ზვიად ფოჩხუა
ზვიად ფოჩხუა
ამერიკული კულტურის ცენტრს თავმჯდომარე, საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის პრეზიდენტი. The FINANCIAL, მთავარი რედაქტორი.

დღეს, ტამპაში, ფლორიდაში, ჯაშუშობის ბრალი წაუყენეს რუს მოქალაქეს, რომელიც რუსეთის მთავრობასთან, კერძოდ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (FSB) მუშაობდა.  ბრალდების ინფორმაციით, ალექსანდრე ვიქტოროვიჩ იონოვი, ორკესტრირებდა ანტიამერიკულ გავლენის კამპანიას. ის აშშ-ის სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში უთანხმოებას სთესდა, ავრცელებდა ანტისახელმწიფოებრივ და პრორუსულ პროპაგანდას, რითაც ერეოდა შეერთებული შტატების საარჩევნო პროცესში.

როგორც საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი, 2014 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მარტამდე, მოსკოვის მკვიდრი ალექსანდრე ვიქტოროვიჩ იონოვი, სულ მცირე, სამ რუს ჩინოვნიკთან ერთად, ჩართული იყო მრავალწლიან ანტიამერიკულ კამპანიაში. მან მოახერხა 3  სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში შეღწევა და მათი მოსყიდვა.

იონოვი არის რუსეთის ანტიგლობალიზაციის მოძრაობის (AGMR) დამფუძნებელი და პრეზიდენტი. მისი ორგანიზაციის სათაო ოფისი მოსკოვშია, ხოლო ორგანიზაცია რუსეთის მთავრობის მიერ ფინანსდება. იონოვმა გამოიყენა აღნიშნული ორგანიზაცია (AGMR) რუსეთის გავლენის კამპანიის განსახორციელებლად.

როგორც სასამართლო დოკუმენტებიდან ჩანს, იონოვი აშშ-ს პოლიტიკურ ჯგუფებს და აშშ-ს მოქალაქეებს რუსეთის მთავრობის ინსტრუმენტებად აქცევდა“, – თქვა გენერალური პროკურორის თანაშემწემ მეთიუ გ. ოლსენმა იუსტიციის დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოების განყოფილებიდან. „იუსტიციის დეპარტამენტი არ მისცემს საშუალებას რუსეთს განახორციელოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, დათესოს განხეთქილება და გაავრცელოს დეზინფორმაცია შეერთებული შტატებში”.

მეტი:   აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აჭარას ეწვევა

საბრალდებო დასკვნის თანახმად, იონოვმა, რომელიც FSB-ს მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობდა, რუსეთის მთავრობის მხარდაჭერით, შეაღწია შეერთებული შტატების პოლიტიკურ ჯგუფებში, კერძოდ ფლორიდაში, ჯორჯიაში და კალიფორნიაში, სადაც ის ახორციელებდა კონტროლს FSB-ის დავალებით. იონოვმა ფინანსური დახმარება გაუწია აღნიშნულ პოლიტიკურ ჯგუფებს, უბრძანა მათ გამოექვეყნებინათ პრორუსული პროპაგანდა, კოორდინაცია გაუწია და დააფინანსა ამ ჯგუფების პირდაპირი ქმედება შეერთებულ შტატებში რუსეთის ინტერესების გასაძლიერებლად. იონოვმა აღნიშნული გავლენის კამპანიის შესახებ მოხსენება FSB-ს სამ ოფიციალურ პირს გადასცა.

„დეზინფორმაციის, უნდობლობისა და არეულობას გავრცელებით, უცხოური მთავრობის საიდუმლო მცდელობები, გავლენა მოახდინოს ამერიკის არჩევნებზე და პოლიტიკურ ჯგუფებზე, საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას “, – თქვა გენერალური პროკურორის თანაშემწემ კენეტ ა. პოლიტმა, იუსტიციის დეპარტამენტის სისხლის სამართლის სამმართველოს წარმომადგენელმა. „დეპარტამენტი მზად არის განახორციელოს აშშ-ს კანონები, რომლებიც იცავს საარჩევნო პროცესებში გამჭვირვალობას და პოლიტიკურ სისტემას”.

2015 წლის მაისში, იონოვმა დააფინანსა აშშ-ს პოლიტიკური ჯგუფი 1-ის ლიდერის მოგზაურობა რუსეთში . ამ მოგზაურობის შემდეგ და სულ მცირე მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში, იონოვი ხელმძღვანელობდა და აკონტროლებდა აშშ-ს პირველი პოლიტიკური ჯგუფის უფროს წევრებს.

მეტი:   კელი დეგნანი ზესტაფონში პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს შეხვდა

„ამ კრიმინალური ქმედების აღკვეთა მნიშვნელოვანია ამერიკის საზოგადოების დასაცავად“, – თქვა ფლორიდის ცენტრალური ოლქის პროკურორმა როჯერ ბ. ჰენდბერგმა.

FBI გამოავლენს ნებისმიერ უცხოურ მთავრობას, რომელიც შეეცდება დაყოს ამერიკელი მოქალაქეები და მოწამლოს ჩვენი დემოკრატიული პროცესი, თქვა FBI-ს კრიმინალური გამოძიების განყოფილების დირექტორის თანაშემწემ ლუის კეესადამ.

2016 წლის იანვარში, იონოვმა დააფინანსა აშშ-ის პოლიტიკური ჯგუფი 1-ის მიერ განხორციელებული საპროტესტო ტური ოთხ ქალაქში, „შეერთებულ შტატებში აფრიკელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის დანაშაულის შესახებ პეტიციის“ მხარდასაჭერად.  მოგვიანებით, 2017 და 2019 წლებში, იონოვი აკონტროლებდა და მხარს უჭერდა ფლორიდაში – UIC-3 და UIC-4-ის პოლიტიკურ კამპანიებს. 2019 წელს, პრაიმერის არჩევნებამდე, იონოვმა მისწერა რუს ოფიციალურ პირს, რომ ის „ყოველ კვირას აწარმოებდა კონსულტაციებს“ კამპანიის შესახებ. მას შემდეგ, რაც UIC-4 გადავიდა საყოველთაო არჩევნებზე, FSB ოფიცერმა მისწერა იონოვს, რომ „ჩვენი საარჩევნო კამპანია უნიკალურია“ და ჰკითხა: „ჩვენ პირველები ვართ ისტორიაში? მოგვიანებით იონოვმა FSB-ის ოფიცერს გაუგზავნა დამატებითი დეტალები არჩევნების შესახებ და მოიხსენია UIC-4, როგორც კანდიდატი „რომელსაც ჩვენ ზედამხედველობას ვუწევთ“.

მეტი:   AP-ის მოკვლევით, მარიუპოლის თეატრზე თავდასხმის დროს, სულ მცირე, 600 ადამიანი დაიღუპა

საბრალდებო დასკვნის თანახმად, იონოვის ურთიერთობა აშშ-ს პოლიტიკურ ჯგუფთან გაგრძელდა 2022 წლის მარტამდე. კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აშშ-ის პოლიტიკურმა ჯგუფმა 1-მა არაერთხელ უმასპინძლა იონოვს ვიდეოკონფერენციის საშუალებით ომის განსახილველად, რომლის დროსაც იონოვმა განაცხადა, რომ ვინც უკრაინას უჭერდა მხარს, ასევე მხარს უჭერდა ნაციზმს და თეთრკანიანთა უზენაესობას. FSB-სთვის მიცემულ მოხსენებაში, იონოვმა განმარტა, რომ მან დაითანხმა აშშ-ს 1-ლი პოლიტიკური ჯგუფი, მხარი დაეჭირა რუსეთისთვის.

აშშ-ს 1-ელ პოლიტიკურ ჯგუფთან საგარეო გავლენის მცდელობებთან ერთად, იონოვი ასევე ხელმძღვანელობდა და აკონტროლებდა აშშ-ის პოლიტიკურ ჯგუფ 3-ს, ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია კალიფორნიაში, რომლის მთავარი მიზანი იყო კალიფორნიის, შეერთებული შტატებისგან გამოყოფის ხელშეწყობა.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, იონოვი ასევე ხელმძღვანელობდა ატლანტაში დაფუძნებული აშშ-ის პოლიტიკური ჯგუფი 2-ის ძალისხმევას.

იონოვს ბრალად ედება რუსეთის სასარგებლოდ, აშშ-ის მოქალაქეებთან შეთქმულება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img