Wednesday, June 7, 2023

“თქვენ არ ხართ ჩვენი მტერი!” – ჯო ბაიდენი რუსეთის მოქალქეებს მიმართავს

მთავარი

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ ისინი ამერიკის მტრები არ არიან.

როგორც ბაიდენმა ბრიფინგზე აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ რუს მოქალაქეებს უკრაინაში სისხლიანი და დესტრუქციული ომის დაწყება სურდეთ.

მეტი:   დასავლეთის მედია: რუსეთმა შეჭრისთვის საჭირო ჯარების რაოდენობის 70 პროცენტს მოუყარა თავი უკრაინის საზღვართან

“უკრაინა არ ემუქრება რუსეთს. არც აშშ-ს და არც ნატოს არ გააჩნიათ რაკეტები უკრაინაში. ჩვენ არ გვაქვს და არ გვაქვს გეგმები მათი იქ განთავსებაზე. ჩვენ არ ვამიზნებთ რუსეთის მოსახლეობას. ჩვენ არ ვცდილობთ რუსეთის დესტაბილიზაციას. რუსეთის მოქალაქეებს: თქვენ არ ხართ ჩვენი მტერი. არ მჯერა, რომ თქვენ გინდათ სისხლიანი, დესტრუქციული ომი უკრაინის წინააღმდეგ. თუ რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, ეს იქნება არჩევანის ომი, ან ომი უმიზეზოდ. მე ამას ვამბობ არა პროვოცირების მიზნით, არამედ სიმართლის სათქმელად, რადგან სიმართლეს აქვს მნიშვნელობა. ანგარიშვალდებულება მნიშვნელოვანია,” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მეტი:   აშშ-ის საელჩო: "დღეს ამერიკელები პატივს მივაგებთ ყველაზე მამაცთ, ვის გარეშეც ჩვენი ქვეყანა ვერ იქნებოდა თავისუფალთა მიწა"
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img