Saturday, September 23, 2023

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი გამოიძახეს “შეურაცხმყოფელი” განცხადებების გამო

მთავარი

(ACCnews) უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ბუდაპეშტში უკრაინის ელჩი, სამინისტროს თქმით კიევის მხრიდან გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო იმ პოზიციის შესახებ, რომელსაც ბუდაპეშტი იკავებს უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან მიმართებით.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო 6 აპრილის განცხადებაში წერს, რომ უნგრეთმა დაგმო რუსეთის შეჭრა, აღიარა უკრაინის სუვერენიტეტი და მიიღო ასი ათასობით ლტოლვილი, რომლებიც ომს გაექცნენ და საზღვარი გადაკვეთეს.

მეტი:   PepsiCo რუსეთში ბიზნესს აჩერებს, საბავშვო კვებას ტოვებს

“დროა უკრაინის ლიდერებმა შეწყვიტონ უნგრეთის შეურაცხყოფა და აღიარონ უნგრელი ხალხის ნება” – წერს სიიარტო, რომელსაც მხედველობაში აქვს 3 აპრილის არჩევნებზე ნაციონალისტი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ხელახალი გამარჯვება.

“ეს არ არის ჩვენი ომი, ჩვენ გვსურს და დავრჩებით მის გარეთ” – დასძენს სიიარტო, რითიც იმეორებს პოზიციას, რომელიც ორბანს დაეხმარა მეოთხე ვადით მოეპოვებინა გამარჯვება არჩევნებზე.

მეტი:   ისრაელმა სირიაში ირანული დრონების ქარხანაზე იერიში მიიტანა

ამ განცხადებით სიიარტომ უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 5 აპრილის გამოსვლას, რომლის დროსაც ზელენსკიმ თქვა, რომ ორბანს მოუწევს არჩევანის გაკეთება მოსკოვს და “სხვა მსოფლიოს” შორის, და რომ უნგრეთის ლიდერს რუსეთის გავლენის ეშინია.

ორბანმა დაგმო რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა და ვეტო არ გამოიყენა ევროკავშირის მხრიდან მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებზე – თუმცა თქვა, რომ ამ სანქციებს არ ეთანხმება.

მეტი:   ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პუტინს უკრაინაში გაჩაღებულ ომზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს

მაგრამ ორბანი, ამავე დროს, თავს იკავებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის კრიტიკისგან და უარყოფს წინადადებას შეიზღუდოს რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობი და გაზი – ამბობს, რომ ეს მძიმე დარტყმას მიაყენებს უნგრეთის ეკონომიკას.

ორბანის მთავრობა უარს აცხადებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, ან იარაღის გადაცემის დაშვებაზე უნგრეთ-უკრაინის საზღვრის გამოყენებით.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img