Monday, June 5, 2023

The Washington Post: უკრაინა აშშ-ის ყოველთვიურად 2 მლრდ დოლარის დახმარებას სთხოვს

მთავარი

(ACCnews) ოფიციალური კიევი ამერიკის ადმინისტრაციას სთხოვს, მის ეკონომიკას ყოველთვიურად 2 მლრდ დოლარის ოდენობით დაეხმაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უკრაინაში აცხადებენ, ამ ჰუმანიტარული დახმარების გარეშე ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო გაუარესდება. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი უკრაინის ფინანსთა მინისტრ სერგეი მარჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეტი:   თეთრი სახლი: "იმის გამო, რომ პუტინს არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, "ამაზრზენად“ იქცევა"

როგორც The Washington Post-ი აღნიშნავს, ვაშინგტონში ვიზიტისას მარჩენკო აცხადებდა, რომ კიევს სჭირდებოდა 5 მლრდ დოლარის ფინანსური დახმარება აუცილებელი ხარჯების გასაწევად, საიდანაც 2 მლრ-ს მიიღებდა შტატებისგან.

მეტი:   საქართველოსა და ლიეტუვას შორის თავდაცვის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ კომუნიკე გაფორმდა

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური მხარდაჭერა აუცილებელია იმისთვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს პენსიების გაცემა, ასევე ჯანდაცვის და განათლების სფეროში დასაქმებულებისთვის ხელფასის გადახდა.

გასული კვირის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევისთვის ეკონომიკური დახმარების სახით დამტებით 500 მლნ დოლარს გამოყოფდა.

მეტი:   "ეს ავადმყოფები კიდევ ერთხელ აყენებენ მსოფლიოს საკვების მძიმე კრიზისის ზღვარზე" - ზელენსკი

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინას დასჭირდებოდა 600 მლრდ დოლარის ფინანსური დახმარება ქვეყნის აღსადგენად.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img