(ACCnews) აშშ უკრაინას 800 მილიონი დოლარის შეიარაღებას უგზავნის. პენტაგონი უკრაინისთვის გამოყოფილი დამატებით, მეშვიდე ეტაპის სამხედრო დახმარების დეტალებს ასაჯაროებს. ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
უწყების ცნობით, დახმარების ამ კონკრეტულ პაკეტში არტილერიის შეიარაღებაც იქნება.
200 ერთეული M113 ჯავშანტრანსპორტიორი
11 ერთეული ვერტმფრენი МИ-17
18 ერთეული ჰაუბიცა
300 ერთეული კამიკაძე დრონი
500 ჯაველინი
„პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ უკრაინას ჰაუბიცებს გადავცემთ. მათ კონკრეტულად საარტილერიო მხარდაჭერა გვთხოვეს. დახმარების პაკეტი მორგებულია უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებზე მიმდინარე ბრძოლისთვის, რადგან რუსულ ძალებს თავიანთი დაუნდობელი აგრესია ახლა აღმოსავლეთ უკრაინაზე აქვთ მიმართული.
ეს სისტემები სავარაუდოდ მოითხოვს უკრაინელი სამხედროების დამატებით წვრთნას, ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორი იქნება ეს წვრთნა, რამდენი ამერიკელი ჯარისკაცი ჩაერთვება მასში, სად ჩატარდება და რამდენ ხანს. ეს დამოკიდებული იქნება, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია ძალიან სწრაფად შეგვიძლია შესაბამისი წვრთნა ზოგიერთი სისტემისთვის.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული ომი დაიწყო. ჩვენ ვცდილობთ უკრაინის მოთხოვნა თავდაცვასთან დაკავშირებით, ყველანაირად დავაკმაყოფილოთ,”- აცხადებს პენტაგონის პრესმდივანი ჯონ კირბი.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.