(ACCnews) “ყველამ ვიცით, რომ საქართველოს არ აქვს ის პოტენციალი, რომ ჩაერთოს ომში და ეს არც იქნებოდა სწორი,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ასევე, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო უკრაინას სოლიდარობას უცხადებს და იცის, თუ რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის.
“საქართველო არის სოლიდარული უკრაინასთან, საქართველომ იცის, თუ რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის, რამე თუ საქართველომ ეს ფასი 1921 წელს, 2008 და 1992 წელს გადაიხადა. საქართველომ იცის, რომ ჩვენი მომავალ არის ერთი და ამიტომ არის სრულიად მთლიანი ქვეყნის პოზიცია, რომ საქართველო უნდა იყოს უკრაინის სოლიდარული, საქართველომ არ შეიძლება, რომ არ დაუჭიროს მხარი თავის შესაძლებლობების ფარგლებში, ყველამ ვიცით, რომ საქართველოს არ აქვს ის პოტენციალი, რომ ჩაერთოს ომში და ეს არც იქნებოდა სწორი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეკონომიურად, სოციალურად და მთელი საზოგადოება და მინდა, რომ ყველა მოგიწვიოთ და ნახოთ, საქართველოს და თბილისის ქუჩებში როგორ გამოიხატება სოლიდარობა,” – განაცხადა პრეზიდენტმა.