Saturday, September 23, 2023

“ძნელია წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს” – საქართველოს პრეზიდენტი

მთავარი

(ACCnews) “ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს, მაგრამ აქ არის, ჩვენ მასში ვცხოვრობთ,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს, მაგრამ აქ არის, ჩვენ მასში ვცხოვრობთ. საქართველოს წარსული ნიშნავს, რომ ვიცით, რას წარმოადგენს ბუჩა – დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ჭრილობა, რომლის შეხორცებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. უკრაინის წინააღმდეგობა არ დამარცხდება, მაგრამ ეს არასოდეს იქნება დავიწყებული,” – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

მეტი:   "რუსეთმა აჩვენა, რა შეუძლია მოუტანოს კიშინიოვს, თბილისს, ჰელსინკს, ვილნიუსს, ვარშავას, პრაღას" - ზელენსკი
მეტი:   "უკრაინას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადაეცა" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.

მეტი:   "2015 წლიდან ინტენსიურად დავიწყეთ მკიცებულებების მიწოდება – სწორედ ეს გახდა საფუძველი, რომ გამოძიება დამთავრდა საქართველოს სასარგებლოდ“– სუბარი ჰააგის გადაწყვეტილებაზე

როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, ნაპოვნი ცხედრების მიხედვით ჩანს, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო დანაშაულია ჩადენილი, რადგან პირდაპირი იერიშია მიტანილი მშვიდობიან მოქალაქეებზე.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img