Sunday, January 29, 2023

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

მთავარი

(ACCnews) საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი დღეს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას პირისპირ შეხვდება.

ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებები გაკეთდება.

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ბერიძის განცხადებით, პრეზიდენტების შეხვედრისას განხილული იქნება ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები.

მეტი:   "პრეზიდენტი ზურაბიშვილი ოპოზიციის სიტუაციური მოკავშირე ხდება" - გია ნოდია

“პოლონეთი, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, ტრადიციულად და ისტორიულად მხარს უჭერდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, რომელიც ჩვენთვის დღეს ძალიან აქტუალურია. იმედი მაქვს, რომ ეს ამ შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდება,”  – განაცხადა ზურა ბერიძემ.

მეტი:   "საქართველომ იცის, თუ რა ფასს იხდის დღეს უკრაინა, ჩვენ ეს ფასი 1921, 1992 და 2008 წლებში გადავიხადეთ" - პრეზიდენტი

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის – “წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.

მეტი:   ინიციატივა აშშ-ისგან: ადგილობრივი მმართველობის მხარდამჭერი $21-მილიონიანი პროგრამა

სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კრაკოვში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის საფლავს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img