შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ზესტაფონში პროფესიული კოლეჯის, კონსტრუქტ2-ის სტუდენტებს შეხვდა.
“ეს სამაგალითო ახალგაზრდები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნის შენების პროცესში. კონსტრუქტ2 USAID-თან, ბიქეი ქონსტრაქშენთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად გადაამზადებს ახალგაზრდებს ბაზარზე არსებული კვალიფიკაციისა და ვაკანსიების მოთხოვნების შესაბამისად, რაც მნიშვნელოვან წვლილის შეიტანს საქართველოს ეკონომიკის ზრდაში”, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
საელჩოს ინფორმაციით, მზარდი სამშენებლო სექტორი ქვეყანას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფს, დასაქმდებიან ქალები და კაცები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.