(ACCnews) უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მდგომარეობა მძიმეა მთელ ფრონტზე, ზოგიერთ რაიონში სასტიკი პოზიციური ბრძოლები გრძელდება.
“დონეცკის რეგიონში. ოკუპანტების აქტიურობა უკიდურესად მაღალ დონეზეა. ყოველდღიურად ათობით თავდასხმა ხდება. განიცდიან მასშტაბურ ზარალს, მაგრამ მათი ბრძანება – მიაღწიონ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს – არ შეცვლილა.
იქ ჩვენი მიწის არც ერთ სანტიმეტრს არ დავთმობთ და მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს გმირს, რომლებიც დონბასში პოზიციებს იკავებენ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
რაც შეეხება ხერსონის ოლქს, მისი თქმით, უკრაინული ძალები ამაგრებენ პოზიციებს და ანგრევენ რუსულ ლოგისტიკას.
“ხერსონის ოლქი. ნათლად გვესმის, რას გეგმავს მტერი, ამიტომ ვმოქმედებთ შესაბამისად. ფრთხილად, გააზრებულად და მთელი ჩვენი ტერიტორიის განთავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე. ვამაგრებთ ჩვენს პოზიციებს, ვანგრევთ რუსულ ლოგისტიკას და მუდმივად ვანადგურებთ ოკუპანტების პოტენციალს, ჩვენი ქვეყნის სამხრეთის ოკუპაცია გააგრძელონ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, აღმოსავლეთით, უკრაინელები ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევენ უკრაინის დროშის ყველა ქალაქსა და თემში დაბრუნებისკენ.