(ACCnews) უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორ უკრაინელ გენერალს წოდება ჩამოართვა, ამის მიზეზად კი მათი მოღალატეობრივი ქმედებები დაასახელა.
“დღეს კიდევ ერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ანტიგმირებთან დაკავშირებით. ახლა არ მაქვს დრო, რომ ყველა მოღალატეს გავუსწორდე, მაგრამ თანდათან ყველა დაისჯება.
ის სამხედრო ოფიცრებს შორის, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტიათ, სად არის მათი სამშობლო, რომლებიც არღვევენ უკრაინელი ხალხის წინაშე დადებულ ერთგულების სამხედრო ფიცს, აუცილებლად ჩამოერთმევათ უმაღლესი სამხედრო წოდებები. შემთხვევითი გენერლების ადგილი აქ არ არის!” – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი ცნობით, გენერლობა ჩამოერთვათ უკრაინის უშიშროების სამსახურის შიდა უსაფრთხოების მთავარი დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ნაუმოვ ანდრეი ოლეხოვიჩსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს ხერსონის ოლქში, კრივორუჩკო სერგი ალექსანდროვიჩს.