Wednesday, March 29, 2023

“თუ მოხვალთ ჩვენი შვილების სიცოცხლის წასაღებად, როგორც მამა გეტყვით, ცოცხალს არ გაგიშვებთ” – ვოლოდიმირ ზელენსკი

მთავარი

(ACCnews) “თუ მოხვალთ ჩვენი შვილების სიცოცხლის წასაღებად, როგორც მამა გეტყვით, ცოცხალს არ გაგიშვებთ” – ასე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც პუტინის ბრძანებას დაექვემდებარებიან.

ზელენსკის თქმით, კრიმინალურ მობილიზაციას რუსეთი იყენებს არა მხოლოდ უკრაინაში ხალხის ტანჯვისთვის, არამედ იმ ტერიტორიებზე მცხოვრები მკვიდრი ერების მამაკაცების ფიზიკური განადგურების მიზნით, რომლებსაც ამჟამად რუსეთის ფედერაცია დროებით აკონტროლებს.

ზელენსკი რუს სამხედროებს მოუწოდებს არ დაემორჩილონ კრიმინალურ მობილიზაციას ან პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში ტყვედ ჩაბარდნენ.

მეტი:   უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი, დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა საქართველოში ჩამოასვენეს

„კატასტროფული ვითარება ოკუპირებულ ყირიმში. ყირიმელი თათრების შესახებ ინფორმაცია სრულად არის დადასტურებული. ეს არის რუსეთის გენოციდური პოლიტიკის კიდევ ერთი ელემენტი. იგივე ხდება თავად რუსეთის ტერიტორიაზე. ეს გათვლილი იმპერიული პოლიტიკაა. ეს არის დარტყმა, მაგალითად, დაღესტნისა და მთელი კავკასიის ხალხებისთვის, ციმბირისა და სხვა ტერიტორიების მკვიდრი ხალხებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხმა, კერძოდ, დაღესტანში დაიწყო ბრძოლა სიცოცხლისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი იწყებენ იმის გაგებას, რომ ეს არის მათი სიცოცხლის საკითხი. რატომ უნდა დაიღუპოს მათი ქმრები, ძმები, ვაჟები ამ ომში? ომში, რომელიც ერთ ადამიანს უნდა. ომში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენს მიწაზე. შვილებს ომში არ აგზავნის. იბრძოლეთ იმისთვის, რომ თქვენი შვილები არ გაიგზავნონ სიკვდილამდე – ყველა, ვინც შეიძლება, ამ კრიმინალური რუსული მობილიზაციის ქვეშ წაიყვანონ. რადგან თუ მოხვალთ ჩვენი შვილების სიცოცხლის წასაღებად – როგორც მამა გეტყვით – ცოცხალს აღარ გაგიშვებთ. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა: არის გამოსავალი, არ დაემორჩილოთ კრიმინალურ მობილიზაციას. გაიქეცით, ან უკრაინის ტყვეობას პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში ჩაბარდით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი:   მეოთხე გარდაცვლილი ტოპ მენეჯერი "გაზპრომში" - იური ვორონოვი საკუთარ აუზში გარდაცვლილი იპოვეს
მეტი:   რუსეთს საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებსა და საექსპორტო საქონელზე წვდომა შეუწყდება

ცნობისათვის, 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ნაწილობრივ მობილიზაციის შესახებ.

24 სექტემბერს კი ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სამხედრო სამსახურს ეხება. ახალი კანონის თანახმად, დეზერტირობა ან სამხედრო გაწვევაზე გამოუცხადებლობა 5-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

რუსეთის მოქალაქეების ნაწილი პუტინის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან და აქციებს მართავენ.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img