(ACCnews) რუსეთის სარაკეტო თავდასხმების გამო, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა. – შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
“მე დავავალე გაეროში ჩვენს ელჩს, მოითხოვოს გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივი მოწვევა დღევანდელ რუსულ დარტყმებთან დაკავშირებით. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, განადგურებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ტერორისტული აქტია. უკრაინა განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოებისგან მტკიცე რეაქციის მოთხოვნას ამ დანაშაულებზე,” – წერს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, რუსულმა საავიაციო და საზღვაო ძალებმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური თავდასხმები განახორციელეს.