უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მტერმა უკრაინის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმის მეორე ტალღა დაიწყო.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, დღეს დილით მტერმა უკრაინის მიმართულებით 28 სარაკეტო იერიში განახორციელა, მათგან 20 რაკეტა უკრაინამ ჩამოაგდო.
„15-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან თითქმის ყველა ირანულია, უმეტესობა ჩამოგდებულ იქნა. აღდგენითი სამუშაოები ძალიან სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს. რომ არა დღევანდელი იერიშები, აღდგენილი იქნებოდა ელექტრომომარაგება, წყალმომარაგება და კომუნიკაციები, რომლებიც გუშინ ტერორისტებმა დააზიანეს. სადაც იყო ნგრევა, ინფრასტრუქტურა განახლდება ყველგან. სადაც მტრის იმედი იყო, ყველგან რუსეთის სახელმწიფოებრიობის ნანგრევები იქნება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა