Friday, March 24, 2023

„ჩვენ მზად ვიქნებით რუსეთთან მოლაპარაკებისთვის, როდესაც ის მართლაც იქნება მზად აღიარებისთვის, რომ რუსეთი ოკუპანტია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

მთავარი

(ACCnews) „რუსებს არ სურთ ომის დასრულება. ასე რომ, ვიდრე ვინმე იგრძნობს ომით გადაღლილობას, ყველა უნდა აცნობიერებდეს, რომ მხოლოდ კრემლი და მხოლოდ ერთი ადამიანი, რუსეთის ფედერაციის მეთაური არ დაღლილა ომით,”– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „სიენენთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

„პუტინი შესაძლოა გადაიღალა ცხოვრებით მისი ასაკის გამო, მაგრამ ის ნამდვილად არ დაღლილა ომით. ახლა ამ ადამიანს და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას პაუზა სჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი:   "უნდა გამოვიდეს მთავრობა და ღიად თქვას, რომ სანქციებზე მიერთებული ვართ" - პაატა მანჯგალაძე

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მათ არ დაუხურავთ მოლაპარაკების კარი, თუმცა რუსეთისგან, ამ დრომდე მხოლოდ ულტიმატუმები ისმის.

„ჩვენ მზად ვიქნებით რუსეთთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა განსხვავებულ რუსეთთან, როდესაც ის მართლაც იქნება მზად მოლაპარაკებისთვის და აღიარებისთვის, რომ რუსეთი ოკუპანტია. მათ უნდა დაგვიბრუნონ ყველაფერი – მიწა, უფლებები, თავისუფლება, ფული და რაც ყველაზე მთავარია, სამართალი, ის უნდა დაუბრუნდეს მშობლებს, რომლებმაც დაკარგეს შვილები. ამ დრომდე, ჯერ მსგავსი განცხადებები რუსეთიდან არ გამიგია. არც პუტინისგან და არც სხვებისგან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი:   "დღეს გადარჩენის ომი გვაქვს და ამ ომში გადავრჩებით, ამ გოლიათს ხერხემალში გადავამტვრევთ"- ოლექსი რეზნიკოვი

მისივე თქმით, რუსეთი ახლა დასავლეთის სანქციების გავლენასა და რუსეთის საზოგადოებაში უკმაყოფილებას გრძნობს, თუმცა ის აგრძელებს საერთაშორისო პრინციპების, ტერიტორიული მთლიანობის, უფლებებისა და თავისუფლების უგულებელყოფას.

მეტი:   უკრაინა უბლოკო და არაბირთვულ სტატუსზე თანახმა იქნება, თუ ნატოს მე-5 პუნქტის ანალოგიური უსაფრთხოების გარანტია შეიქმნება

„რუსეთს თუ ნამდვილად მოუნდება მშვიდობა, ჩვენ ამას დავინახავთ. არ შეიძლება მშვიდობა მხოლოდ სიტყვებით გინდოდეს. სიტყვები საკმარისი არ არის. ომის შესაჩერებლად გაიყვანეთ ჯარი, შეწყვიტეთ ადამიანების მკვლელობა. მათ მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაურონ და დამნაშავეები ციხეში უნდა ჩასხდნენ. მხოლოდ სიტყვები ძალიან ცოტაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img