Saturday, March 25, 2023

“რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა, მით უფრო სუსტი იქნება რუსეთი და შესაბამისად, ნაკლებ ხანს გაგრძელდება ეს ომი”– ზელენსკი

მთავარი

(ACCnews) რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა, მით უფრო სუსტი იქნება რუსეთი და შესაბამისად, მით უფრო ნაკლებ ხანს გაგრძელდება ეს ომი – უნდა ვიბრძოლოთ ყველა დონეზე და ყველა ფრონტზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანამ რუსეთის ყველა დარტყმას და დაბომბვას უნდა უპასუხოს და “კიდევ უფრო მეტი ქვეყანა მოიზიდონ ომის საწინააღმდეგო კოალიციაში.”

მეტი:   "მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინის მიმართ მხარდაჭერა გავზარდოთ"- იენს სტოლტენბერგი

„უკრაინას ყოველთვის სურდა და სურს მშვიდობას და არაერთხელ შესთავაზა რუსეთის ხელმძღვანელობას ომის დასრულება და უკრაინული მიწის ოკუპაციისგან გათავისუფლება სხვადასხვა მოლაპარაკების ფორმატებში. მაგრამ რუსეთს ჯერ კიდევ სწამს ტერორის, რჩება თავისი პროპაგანდისტული ილუზიების მარწუხებში და იმედოვნებს, რომ შესაძლოა რაღაცის მიღწევა სხვადასხვა სახის შანტაჟის გზით. ეს არ იქნება.

მეტი:   "აშშ უკრაინის ფულითა და იარაღით მომარაგებას თუ შეწყვეტს, ომიც შეწყდება" - ვიქტორ ორბანი

და ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ თავი, უნდა ვუპასუხოთ ტერორის ყოველ გამოვლინებას, დაბომბვის ყველა შემთხვევას – სასტიკ დაბომბვას, რომელიც არც ერთი დღე არ წყდება. სამწუხაროდ, დანაკარგები გვაქვს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა დონეზე და ყველა ფრონტზე, მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფო, შევინარჩუნოთ ჩვენი ერთიანობა და კიდევ უფრო მეტი ქვეყანა მოვიზიდოთ ომის საწინააღმდეგო კოალიციაში”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი:   "ვბრუნდები მკაფიო გეგმით" - ბორელი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ 4 პუნქტიან გეგმას ავრცელებს

მისი თქმით, ყველამ უკრაინაში, ყველამ თავისუფალ მსოფლიოში უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მათ შეუძლიათ და ყველაფერი რაც შეიძლება, რათა რუსეთმა და ომის მხარდამჭერებმა კიდევ უფრო დიდი ფასი გადაიხადონ რუსული სახელმწიფო ტერორისთვის.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img