Wednesday, March 29, 2023

“შარლ მიშელს ვაცნობე იმ საფრთხის შესახებ, რომელიც რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე დარტყმით შექმნა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

მთავარი

(ACCnews) “ახლა საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების პრინციპული პასუხი რუსეთის ამ თავდასხმებზე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია ევროპაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ერი, რომელიც თავს დაცულად გრძნობს, როდესაც ტერორისტული სახელმწიფო ატომურ სადგურს ბომბავს.

მეტი:   კიევის სასამართლოს წინაშე ომის დანაშაულში ბრალდებული პირველი რუსი ჯარისკაცი წარდგება

„ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელს, შარლ მიშელს ვაცნობე იმ საფრთხის შესახებ, რომელიც რუსეთმა შექმნა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე დარტყმით. ახლა საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების პრინციპული პასუხი რუსეთის ამ თავდასხმებზე, რომელიც ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია ევროპაში. მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ერი, რომელიც თავს დაცულად გრძნობს, როდესაც ტერორისტული სახელმწიფო ატომურ სადგურს ბომბავს.

მეტი:   შავი ზღვის სანაპიროზე "აფრიკული წმინდა ივეოსი" დააფიქსირეს

მომავალ კვირას ველოდებით სიახლეებს პარტნიორებისგან მხარდაჭერის პაკეტებთან დაკავშირებით, კარგ ამბავს. ამ ზაფხულის პერიოდში, ყოველ კვირას სულ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ ოკუპანტები ჩვენი ქვეყნის სამხრეთის ოკუპირებულ რაიონებში ფსევდორეფერენდუმებისთვის ემზადებიან. ძალიან მარტივი რამ მინდა, ვთქვა: ყველა, ვინც რაიმე სახით ეხმარება ოკუპანტებს ამ განზრახვის რეალიზებაში, პასუხს აგებს. ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია ისეთივეა, როგორიც ადრე იყო: ჩვენ არაფერს დავთმობთ და თუ ოკუპანტები ამ ფსევდორეფერენდუმების გზას გაჰყვებიან, საკუთარი თავისთვის დახურავენ უკრაინასთან და თავისუფალ სამყაროსთან მოლაპარაკების ნებისმიერ შესაძლებლობას, რაც რუსულ მხარეს გარკვეულ მომენტში აუცილებლად დასჭირდება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი:   ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ რუსეთის ნავთობის იმპორტის ორ მესამედზე მეტის დაბლოკვის გეგმაზე - BBC
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img