(ACCnews) უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის და უკრაინის მოლაპარაკებების გამართვა იერუსალიმში იქნებოდა კარგი. ამის შესახებ მან მორიგ მიმართვაში განაცხადა.
“ისრაელის პრემიერმინისტრი, ბატონი ბენეტი, ცდილობს რუსეთთან მოლაპარაკებების გზა გამონახოს და ჩვენ მადლობელი ვართ ყველა ძალისხმევისთვის, რათა ადრე თუ გვიან დავიწყოთ საუბარი რუსეთთან. შესაძლოა, ეს იყოს იერუსალიმში. იერუსალიმი არის სწორი ქალაქი იმისთვის, რომ ვიპოვოთ მშვიდობა, თუკი ეს შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
12 მარტს ზელენსკიმ უკვე ახსენა იერუსალიმი, როგორც რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრის შესაძლო ადგილი.