Wednesday, September 27, 2023

“გერმანელებო, თქვენ ძალა გაქვთ, თქვენთან ვაჭრობის გარეშე, რუსეთს ამ ომისთვის ფული არ ექნება”- ზელენსკი

მთავარი

(ACCnews) “გერმანელებო, თქვენ ძალა გაქვთ – თქვენთან ვაჭრობის გარეშე, თქვენი ბანკების და კომპანიების გარეშე, რუსეთს ამ ომისთვის ფული არ ექნება,”- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში, სადაც მან 20 წამის განმავლობაში განგაშის სიგნალი ჩართო.

ვოლოდიმერ ზელენსკიმ გერმანიას და ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, არ დააფინანსონ “რუსული ომის მანქანა.” მისი თქმით, ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ, რომ მათი ზეწოლის შედეგად რუსეთი უკრაინიდან გავიდეს.

მეტი:   აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში: "არც ერთ ოლიგარქს არ უთამაშია ისეთი როლი, როგორიც ივანიშვილს"

„გერმანელებო, თქვენ ძალა გაქვთ. ევროპას აქვს ძალა, ნებისმიერ რაკეტაზე ძლიერი, ნებისმიერ ტანკზე ძლიერი. თქვენთან ვაჭრობის გარეშე, თქვენი ბანკების და კომპანიების გარეშე, რუსეთს ამ ომისთვის ფული არ ექნება. დაე, დადგეს მშვიდობა მალე და თქვენ ეს შეგიძლიათ. თქვენ უნდა დაიცვათ თავი. არ დააფინანსოთ, გთხოვთ, რუსული ომის მანქანა. არც ერთი ევრო ოკუპანტებისთვის.

მეტი:   პუტინს ზურგში დანა დაარტყეს - ევროპამ გაზის დამატებითი წყარო იპოვა

დახურეთ თქვენი პორტები, უარი თქვით რუსულ ენერგორესურსებზე. ზეწოლა მოახდინეთ, რომ რუსეთი უკრაინიდან გავიდეს. მე მჯერა, ვიცი, რომ მშვიდობა შესაძლებელია, მაგრამ თქვენ უნდა იმოქმედოთ. იმოქმედეთ, იმოქმედეთ, რომ დადგეს მშვიდობა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი:   უკრაინელმა სამხედროებმა 5 რუსული თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდეს

ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 26 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსრტალიამ სანქციები დაუწესა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img