Friday, March 24, 2023

ზელენსკიმ მინისტრთა კაბინეტს ბელორუსთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება დაავალა

მთავარი

(ACCnews) პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მინისტრთა კაბინეტს დაავალა განიხილოს ბელორუსთან უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი. აღნიშნულ საკითხზე პეტიცია, რომელიც 4 ივლისს გამოქვეყნდა, 25000 ხმა მიიღო. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

მეტი:   The Wall Street Journal: კრემლი უკრაინაში შეჭრის ტაქტიკას ცვლის

პეტიციას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ბელორუსის საზღვარზე ყველა საგუშაგო დაკეტილია, გარდა ვოლინის ერთისა, რომელიც მუშაობს შეზღუდულ რეჟიმში, სადაც მუშავდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დაბრუნებული უკრაინის მოქალაქეები.

მეტი:   "გთხოვთ, ნუ შევეჩვევით ომს და ძალადობას" - რომის პაპი

ზელენსკი უკრაინის მინისტრთა კაბინეტს სთხოვს განიხილოს ელექტრონულ პეტიციაში წამოჭრილი საკითხი თავისი კომპეტენციის შესაბამისად, ასევე გააგრძელოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება, უკრაინის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების ეროვნული ინტერესების დაცვით.

მეტი:   "უკრაინაში ადამიანების 90% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იქნება, თუ ომი ერთი წელი გაგრძელდება" - გაერო

შეგახსენებთ, უკრაინამ რუსეთთან უვიზო მიმოსვლა 1 ივლისიდან გააუქმა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img