Saturday, June 3, 2023

“თქვენ არ ხართ მონები და საზარბაზნე ხორცი, არ უნდა მოკვდეთ” – ზელენსკი ბელორუსის მოქალაქეებს მიმართავს

მთავარი

(ACCnews) “თქვენ არ ხართ მონები და საზარბაზნე ხორცი, არ უნდა მოკვდეთ” – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუსის მოქალაქეებს მიმართავს.

მისი თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობას სურს, ბელარუსი ომში ჩაითრიოს, და უკრაინელებსა და ბელორუსელებს შორის სიძულვილი დათესოს.

ამასთან უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს მოუწოდა, შეაჩერონ რუსული აგრესია, როგორც უკრაინის, ისე მთლიანად ევროპის წინააღმდეგ.

„გვჭირდება – იარაღი, ფინანსური მხარდაჭერა და სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამ ომში სხვაგვარად არ შეიძლება. ბოლოს და ბოლოს, აქ, კიევის ცაში, ოდესის მახლობლად ზღვაში, ხარკოვის რეგიონის მიწაზე, დონბასში, ხერსონში და ზაპოროჟიეს რეგიონში – სწორედ აქ წყდება, როგორი იქნება ცხოვრება ევროპაში სამომავალოდ. ზუსტად აქ, უკრაინაში და არსად სხვაგან. რა თქმა უნდა, რუსეთს არ აქვს იმდენი რაკეტა, რამდენიც ჩვენ გვაქვს თავდაჯერებულობა ჩვენს ძალებში. მაგრამ რუსული იარაღის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ უფრო ძლიერი იარაღით.

მეტი:   "დიპლომატიას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რუსეთი არაა დაინტერესებული უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებით" - ენტონი ბლინკენი
მეტი:   უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა

დღეს ცალკე მინდა, მივმართო ბელარუსის მოქალაქეებს, ხალხს – როგორც სამოქალაქო, ასევე ფორმაში ჩაცმულებს. ომში გიბიძგებენ და კიდევ უფრო აქტიურად, ვიდრე ეს იყო თებერვალში და გაზაფხულის თვეებში. კრემლმა უკვე გადაწყვიტა ყველაფერი თქვენთვის – თქვენი სიცოცხლე მათთვის არაფერს ნიშნავს. მაგრამ თქვენ არ ხართ მონები და საზარბაზნე ხორცი. არ უნდა მოკვდეთ. და თქვენ არ შეგიძლიათ, ვინმეს მისცეთ უფლება, გადაწყვიტოს თქვენს მაგივრად, რა გელოდებათ შემდეგ. მე ვიცი, რომ ბელარუსი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას, ისინი მხარს გვიჭერენ ჩვენ, მხოლოდ ჩვენ და არა ომს. ამიტომ რუსეთის ხელმძღვანელობას სურს, თქვენ, ყველა ბელარუსი ომში ჩაგითრიოთ, სურს ჩვენს შორის სიძულვილის დათესვა. ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვეულებრივ ადამიანებზე. მე ვიცი, რომ თქვენ არ შეგიძლიათ, მონაწილეობა მიიღოთ ამ ომში. თქვენი სიცოცხლე მხოლოდ თქვენ გეკუთვნით და არა ვინმეს კრემლში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი:   "მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე, რომელიც კლავს ჩვენს ხალხს ბრძოლის ველზე დამარცხების ფონზე"– სერგეი კისლიცა
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img