Wednesday, September 27, 2023

“ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ნაცრისფერ ზონაში ვართ – დასავლეთსა და რუსეთს შორის”- ზელენსკი ნატო-ს ლიდერებს

მთავარი

(ACCnews) “ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ნაცრისფერ ზონაში ვართ – დასავლეთსა და რუსეთს შორის,”- მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს სამიტზე ქვეყნების ლიდერებს.

“დიახ, მართალია, ჩვენ არ ვართ ალიანსში. არც ერთი იმ 30 სახელმწიფოდან არ ვართ, რომელიც ექვემდებარება მე-5 მუხლს. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ნაცრისფერ ზონაში ვართ – დასავლეთსა და რუსეთს შორის.  მაგრამ ჩვენ ვიცავთ ყველა ჩვენს საერთო ღირებულებას თქვენთან ერთად,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი:   "ეს ომი არ არის, ეს ტერორიზმია" - ანდჟეი დუდა

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაზე გაჩერებას არ ფიქრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ასე ფიქროვენ მსოფლიო ლიდერებიც.

“24 თებერვალს მოგმართეთ სრულიად გასაგები და ლოგიკური თხოვნით – დაგვეხმარეთ, დახურეთ ცა ჩვენს თავზე.  დაიცავით ჩვენი ხალხი რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან, მაგრამ მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ. თქვენ იცით, რომ უკრაინას არ გააჩნია ძლიერი რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი.  რუსეთზე გაცილებით მცირე საჰაერო ძალები ჰყავს. ამიტომ, მათი უპირატესობა ცაში არის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება.

მეტი:   "18 აგვისტოდან ესტონეთი რუსეთის მოქალაქეების ნაწილისთვის საზღვარს დახურავს" - ესტონეთის საგარეო უწყება

დარწმუნებული ვარ, გესმით, რომ რუსეთი არ ფიქრობს უკრაინაში გაჩერებაზე.  არ ფიქრობს და არც აპირებს.  მას სურს უფრო შორს წასვლა – ნატოს აღმოსავლელი წევრების წინააღმდეგ: ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი – ეს უდავოა,”- აცხადებს ზელენსკი.

მეტი:   Українська правда - 6 მაისს აზოვსტალიდან მოქალაქეების ევაკუაციისას 3 უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა, 6 დაშავდა

უკრაინის პრეზიდენტმა ნატო-ს მოუწოდა, უკრაინას მის საკუთრებაში არსებული სამხედრო თვითმფრინავების ერთი პროცენტი გადასცენ.

“შეგიძლიათ მოგვცეთ თქვენი მთელი თვითმფრინავების ერთი პროცენტი. თქვენი ყველა ტანკის ერთი პროცენტი.  ერთი პროცენტი!  ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია მათი ყიდვა,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img