Wednesday, September 27, 2023

“ვიცით მტრის ჩანაფიქრი – ცდილობენ, ყურადღება გადაიტანონ სხვა უფრო მნიშვნელოვან მიმართულებებზე”– ზელენსკი

მთავარი

(ACCnews) უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსები ცდილობენ, ძალები გადაისროლონ იმ მიმართულებით, სადაც უკრაინელებს შეიძლება “ძალიან გაუჭირდეთ.”

როგორც ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვის დროს განაცხადა, რუსი სამხედროები იმ ტერიტორიებს ტოვებენ, სადაც უკრაინელები მათ ურტყამენ.

„ვიცით მტრის ჩანაფიქრი, ისინი ცდილობენ, ძალები იქ გაგზავნონ, სადაც შეიძლება, ძალიან გაგვიჭირდეს. მაგრამ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსი სამხედროებისთვის ეს ტაქტიკის ნაწილია. ეს ყველაფერი ტყუილუბრალოდ არ ხდება. ჩვენ ვიცით მათი ჩანაფიქრი. ვიცით, რის გაკეთებას აპირებენ. ვიცით, რომ იმ მიმართულებებიდან გადიან, სადაც მათ ვურტყამთ, რათა ყურადღება გადაიტანონ სხვა უფრო მნიშვნელოვან მიმართულებებზე. იქ, სადაც შეიძლება, ჩვენ ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი:   „ჩვენ მზად ვიქნებით რუსეთთან მოლაპარაკებისთვის, როდესაც ის მართლაც იქნება მზად აღიარებისთვის, რომ რუსეთი ოკუპანტია"- ვოლოდიმირ ზელენსკი
მეტი:   ჯო ბაიდენი: "ყველამ კარგად ვიცით, რა დევს სასწორზე"

მისი თქმით, რუსი სამხედროები თავადაც აცნობიერებენ, რომ საბრძოლო მოქმედებების ისეთივე ინტენსივობით წარმოება, როგორც ეს მარტის პირველ ნახევარში იყო, არ შეუძლიათ.

მეტი:   "შეგიძლიათ, გააკეთოთ ორი რამ: გარიცხოთ რუსეთი, ან დაიხუროთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს

ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 37 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსრტალიამ სანქციები დაუწესა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img