Wednesday, September 27, 2023

“ხვალ თუ ნატო-ში გაწევრიანებას შემოგვთავაზებენ და ჩვენი სიცოცხლით არ ითამაშებენ, გავწევრიანდებით, თუმცა ეს არ მოხდება”- ზელენსკი

მთავარი

(ACCnews) “ხვალ თუ ნატო-ში გაწევრიანებას შემოგვთავაზებენ და არ ითამაშებენ ჩვენი სიცოცხლით, ჩვენ გავწევრიანდებით, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ მოხდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს თავად შექმნის, რათა მოქალაქეების სიცოცხლე დაცული იყოს.

მეტი:   ტელეკომპანია "მთავარის" გენდირექტორ ნიკა გვარამიას 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

“უკრაინას არ აქვს ქვეყნების სია, რომლებსაც გარანტორად დადგომა შეუძლიათ. ხვალ თუ ჩვენ ნატო-ში გაწევრიანებას შემოგვთავაზებენ, არ ითამაშებენ ჩვენი სიცოცხლით, არამედ სერიოზულად შემოგვთავაზებენ, ჩვენ გავწევრიანდებით, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ მოხდება და სამწუხაროდ, არ მოხდა. ამიტომ ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიებს შევქმნით, რომელიც დაგვეხმარება, დავიცვათ სიცოცხლე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი:   Reuters: ჯო ბაიდენი უკრაინას დამატებით 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 41 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსრტალიამ სანქციები დაუწესა.

მეტი:   "ბუჩაში მოკლული უკრაინელების სურათები "მუცელში ჩარტყმაა" - ენტონი ბლინკენი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img