Wednesday, September 27, 2023

“უსაფრთხოების კუთხით, საქართველოსა და უკრაინას მსგავსი გამოწვევები აქვთ” – დავით ზალკალიანი

მთავარი

(ACCnews) “საქართველოსა და უკრაინას უსაფრთხოების კუთხით მსგავსი გამოწვევები აქვთ.” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ზბიგნევ რაუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

“აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების კუთხით, საქართველოსა და უკრაინას მსგავსი გამოწვევები აქვთ. საქართველო იყო პირველი, რომლის წინააღმდეგაც 2008 წელს აგრესია განხორციელდა, რის შედეგადაც მოხდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია, ასობით ათასი ადამიანის იძულებით გადაადგილება და საკუთარ სახლში ლტოლვილად ყოფნა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ პოლონეთს, როგორც ეუთოს-ს მოქმედ თავმჯდომარეს, არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში. ხაზი გავუსვით, რომ პოლონეთისა და ევროკავშირის დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლონეთის მხარდაჭერა და ასევე, ეუთო-ს აქტიური ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების პროცესში,” -განაცხადა ზალკალიანმა.

მეტი:   "არავინ არავის სთხოვს ომში ჩართვას, საჭიროა საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს"- ანდრიუს კუბილიუსი

მისი თქმით, პოლონელ კოლეგასთან შეხვედრისას ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ასევე იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს დეოკუპაციის მიმართულებით და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულებისთვის.

მეტი:   უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკის ოლქში საკვანძო მარშრუტისთვის იბრძვიან - ბრიტანული დაზვერვა

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონი მინისტრი დღეს საოკუპაციო ხაზს ეწვევა და პირადად გაეცნობა ადგილზე არსებულ ვითარებას. სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კონსოლიდირებული საერთაშორისო მიდგომა არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი მიმდინარე გამოწვევების ფონზე, სათანადოდ გავუმკლავდეთ ოკუპაციას”, – განაცხადა ზალკალიანმა.

მეტი:   ლვოვის რკინიგზის სადგური დაიბომბა - სადგური ხალხით სავსე იყო

ამასთან, მისი თქმით, ზბიგნევ რაუსთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებას.

“კიდევ ერთხელ დავადასტურე მზაობა, თბილისი გახდეს და იყოს პლატფორმა დიალოგისთვის სამხრეთ კავკასიის 3 ქვეყანას შორის. ეს გზავნილი იქნება მიწოდებული და უკვე არის ჩვენი სამხრეთ კავკასიელი მეზობლებისა და მეგობრების მიმართ,” – განაცხადა ზალკალიანმა.

ფოტო: მზია საგანელიძე

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img