(ACCnews) “შენ შენი ქვეყნის მომავალს ანადგურებ,” – ასე მიმართა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარ ტრაგედიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობები ომის დანაშაული იყო და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.
“ეს არის ის, რასაც ვერ დავივიწყებთ. ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ, რომ ეს არის დანაშაული. ეს არის ომის დანაშაულებები, რომლებსაც არ მივიღებთ. ვინც ეს გააკეთა, პასუხი უნდა აგოს,” – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.