Saturday, June 3, 2023

“სიტყვები არ მყოფნის იმის ასახსნელად, თუ რას ვგრძნობ – ეს არის სისასტიკე, ეს არის ომის დანაშაულები” – შარლ მიშელი

მთავარი

(ACCnews)   “სიტყვები არ მყოფნის იმის ასახსნელად, თუ რას ვგრძნობ – ეს არის სისასტიკე, ეს არის ომის დანაშაულები,” – ამის შესახებ უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

მეტი:   უკრაინელმა სამხედროებმა 5 რუსული თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდეს

“სიტყვები არ მყოფნის იმის ასახსნელად, თუ რას ვგრძნობ, არა როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, არამედ როგორც მამა, როგორც ადამიანი. ეს არის სისასტიკე, ეს არის ომის დანაშაულები, ეს უნდა იყოს დასჯილი და დაისჯება. მათ რაც გააკეთეს იქ და უკრაინის ბევრ სხვა ქალაქში, ამისთვის ფასი უნდა გადაიხადონ”, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მეტი:   ბლინკენმა პირობა დადო, რომ რუსეთის უკრაინაში ხელმეორე შეჭრას სწრაფი და ძლიერი პასუხი მოჰყვება

ცნობისთვის, ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელმა ქალაქი ბოროდიანკა მოინახულა, სადაც რუსული ძალების მიერ, აქტიური დაბომბვები მიმდინარეობდა. ქალაქის მონახულების შემდეგ, ევროსაბჭოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

მეტი:   ქრისტიანული სამყარო 23 ნოემბერს გიორგობას აღნიშნავს
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img