(ACCnews) გაერთიანებული სამეფო უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გადასცემს, რომლებსაც ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდება შეუძლიათ. ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა გააკეთა.
„რუსეთის ბოლოდროინდელი განურჩეველი დარტყმები უკრაინაში სამოქალაქო ტერიტორიებზე მოწმობს შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობას მათთვის, ვინც ცდილობს დაიცვას თავისი ერი. ასე რომ, დღეს მე ვაძლევ უფლებას უკრაინისთვის AMRAAM რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბენ უოლესმა.