Friday, March 24, 2023

თეთრი სახლი ზელენსკის მოულოდნელი ვიზიტის დეტალებს ავრცელებს

მთავარი

(ACCnews) თეთრი სახლი ზელენსკის მოულოდნელი ვიზიტის დეტალებს ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში, 11 დეკემბერს სატელეფონო საუბრისას მიიწვია. სამი დღის წინ უკრაინის ლიდერი დათანხმდა. ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ 2022 წლის 24 თებერვლის რუსეთის შეჭრის შემდეგ.

მეტი:   რუსი სოციოლოგი: "პუტინმა გინდა დაგიპყროთ, გინდა სამხრეთი ოსეთი დაგიბრუნოთ, რუსები ყველაფერს მხარს დაუჭერენ"

ბრიფინგზე ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ წინასწარი მოწვევა მიიღო გასულ პარასკევს და ზელენსკიმ საბოლოოდ დაადასტურა ვიზიტი კვირას, იტყობინება თეთრი სახლის ვებგვერდი.

მეტი:   ბაიდენი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და $500 მილიონიანი დახმარების შესახებ აუწყა

„ეს ვიზიტი ხაზს გაუსვამს შეერთებული შტატების ურყევ ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას მანამ, სანამ ეს საჭიროა, მათ შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების გაწევის გზით“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

მეტი:   ზელენსკი: "სხვა დროს ვეცდები ომის განრიგი გადავდო, მარიო დრაგის რომ ვესაუბრო"

თეთრი სახლი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბაიდენი არ აპირებს ზელენსკის ზეწოლას უბიძგოს რუსეთთან მოლაპარაკებებში, არამედ იმუშავებს იმისთვის, რომ მომავალში უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან უკეთეს მდგომარეობაში იყოს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img