Saturday, September 23, 2023

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ იტოვებს უფლებას, რისკის შემცირების საკითხზე რუსეთთან პირდაპირ, უმაღლეს დონეზე, ისაუბროს

მთავარი

(ACCnews) “აშშ იტოვებს უფლებას, რისკის შემცირების საკითხზე რუსეთთან პირდაპირ, უმაღლეს დონეზე, ისაუბროს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა რუს მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებები გამართა.

მეტი:   "NATO-ს ლიდერებს მოვუწოდე, მიიღონ ზომები SWIFT-ის წინააღმდეგ, რათა პუტინს მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ"– ბორის ჯონსონი

“ვიტოვებთ უფლებას, პირდაპირ ვისაუბროთ რუსეთთან რისკის შემცირების საკითხთან დაკავშირებით

„ვიტოვებთ უფლებას, პირდაპირ ვისაუბროთ უმაღლეს დონეზე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შეერთებულ შტატებს აშფოთებს. ეს მოხდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ჩვენი საუბრები ფოკუსირებული იყო მხოლოდ რისკის შემცირებასა და აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

მეტი:   "უკრაინა "აზოვსტალიდან" 60 ადამიანის ევაკუაციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს" - ირინა ვერეშჩუკი

მისი თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია.

ცნობისთვის, The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ბაიდენის მთავარმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა კონფიდენციალური მოლაპარაკებები გამართა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მთავარ თანაშემწეებთან უკრაინის კონფლიქტის უფრო ფართო კონფლიქტად გადაზრდის რისკის შემცირების მიზნით და მოსკოვი გააფრთხილა, ბირთვული ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღი არ გამოიყენოს.

მეტი:   "მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი" კიდევ ერთი ნაბიჯია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის" - პრემიერი ღარიბაშვილი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img